Tuesday, June 8, 2010

"ის მაინც ბრუნავს"

”ის მაინც ბრუნავს“
საუკუნეების მანძილზე გავრცელებული მძაფრი კამათის ერთ-ერთი მიზეზი მოძრაობის ფარდობითობა იყო.

ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ადამიანები აკვირდებოდნენ ციური სხეულების, უპირველეს ყოვლისა, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მოძრაობას ცაზე. აქედან გამომდინარე, ვარაუდობდნენ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრში მყარადაა მოთავსებული და ყველა ციური სხეული მის გარშემო მოძრაობს. იმავე დროს ციური სხეულების მოძრაობაში სხვადასხვა კანონზომიერება შეიმჩნეოდა და მათ თესვისა და მოსავლის აღების დროთა განსაზღვრისათვის იყენებდნენ. ეს ფაქტები და თავისი შემდგომი მეცნირული მიღწევები ალექსანსდრიაში მოღვაწე ბერძენმა მეცნიერმა კლავდიუს პტოლომეუსმა (100_165 წ.წ.) დაახლოებით 150 წ. (ქრისტეს შობიდან-ახალი წელთაღრიცხვა) შეაჯამა ნაშრომში, რომელსაც “მეგალის სინტაკსის” (დიდი მათემატიკური წყობა) დაარქვა. შემდეგში მას არაბებმა “Almagest” უწოდეს.


მან ამ ნაშრომში აღწერა სამყაროს გეოცენტრული სისტემა, რომლის მიხედვითაც დედამიწა სამყაროს ცენტრში მდებარეობს და ყველა სხვა ციური სხეული მის გარშემო წრიულ ორბიტაზე მოძრაობს. იმ დროს არსებული ასტრონომიული დაკვირვებების მთელი რიგი შემდეში წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. ამის გარდა, აღმოჩენების ეპოქაში გამოთვლების სიზუსტე ზღვაოსნობისა და კალენდრისათვის საკმარისი აღარ იყო.

ამ პრობლემის გადასაჭრელად პტოლომეუსის მიერ შექმნილი სამყაროს სურათი გაფართოვდა. შუა საუკუნეებში გაჩნდა ეჭვი უფრო და უფრო გართულებული გეოცენტრული მსოფლმხედვლობის მიმართ.

პოლონელმა მეცნიერმა ნიკოლოზ კოპერნიკმა (1473_1543 წ.წ.) პირველმა აიტაცა ადრე გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ არა დედამიწა, არამედ მზე მდებარეობს, როგორც ცენტრალური ვარსკვლავი პლანეტთა სისტემის ცენტრში და ყველა პლანეტა მის გარშემო წრიულ ორბიტაზე მოძრაობს. კოპერნიკი ამ იდეას თითქმის 20 წლის მანძილზე ამუშავებდა მათემატიკურად ჰელიოცენტრული შეხედულების მიღებამდე.



ჰელიოცენტრული მსოფლმხედველობის ცნობილი წარმომადგენელი იყო გალილეო გილეი, რომელიც საკუთარი გამოთვლების საფუძველზე დარწმუნდა ამ მსოფლმხედველობის სისწორეში. აქედან გამომდინარე, ცნობილი სწავლული ეკლესიას და მის მიერ გეოცენტრული მსოფლმხედველობის აშკარა აღიარებას დაუპირისპირდა.

1633 წელს ინკვიზიციის სასმართლოს მიერ გალილეი იძულებული გახდა რომში საჯაროდ ეთქვა უარი ჰელიოცენტრულ მსოფლმხედველობაზე. ლეგენდის თანახმად მას სასამართლოდან გამოსვლისას უთქვამს: “და ის მაინც ბრუნავს!”

1992 წელს მოხდა გალილეის რეაბილიტაცია.

Thursday, May 27, 2010

პრაქტიკული სამუშაო

მზის სისტემა
პლანეტები მზისგან სხვადასხვა მანძილით არიან დაშორებული.ცხრილში ნაჩვენებია პლანეტების დაშორება მზისგან.მანძილის ერთეულად აღებულია ერთი მილიონი კილომეტრი.
ცხრილი:
merkuri -60     venera-108     dedamiwa-150     marsi-230      iupiteri-780
saturni-1400     urani-2900      neptuni-4500       plutoni-5900
გაითვალისწინე ცხრილი და დახატე მზის სისტემა ისე , რომ სწორად ასახო მერკურის,დედამიწის, იუპიტერის და ნეპტუნის დაშორება მზისგან.
ამისათვის დაგჭირდება დიდი ფორმატის ქაღალდი,ფერადი ფანქრები და სახაზავი.ცხადია ქაღალდზე ვერანაირად ვერ ასახავ პლანეტების მზისგან რეალურ დაშორებას,რადგან ის მილიონობით კილომეტრს ითვლის. ამიტომ დაგჭირდება მანძილის პირობითი ერთეულის შემოღება.ერთი სანტიმეტრი პირობითად მიიჩნიე 60 მილიონ კილომეტრად.ასეთ შემთხვევაში მერკურს დახატავ მზისგან ერთი სანტიმეტრის მანძილზე, რადგან მერკური მზისგან 60 მილიონი კმ-ით არის დაშორებული.შესაბამისად იანგარიშე სხვა პლანეტების მზისგან დაშორება შენს მიარ შემოღებული პირობით მანძილზე გადათვლით და შექმენი მზის სიტემის ნახატი.
ნახატი შედარებით უფრო ზუსტი გამოვა თუ გავიტვალისწინებთ პლანეტების ზომასაც .მოცემული ცხრილი დაგეხმარებათ პირობითად პლანეტების ზომების შერჩევაში, ანუ რომელი პლანეტა დიდია ან პირიქით პატარაა სხვა პლანეტასთან შედარებით...
პლანეტების სახელწოდება: merkuri  diametri  -5000 კმ          
                                                 venera    diametri - 12000  კმ                          
                                                dedamiwa diametri -12750 კმ
                                                marsi diametri- 7000 კმ
                                                iupiteri diametri -140000კმ
                                               saturni diametri -120000 კმ
                                               urani  diametri -52000 კმ
                                               neptuni diametri- 50000 კმ
                                               plutoni   diametri- 3000კმ

Tuesday, May 4, 2010

ჩვენი სამყარო


ნახეთ ეს გზავნილი და იმოგზაურეთ ჩვენ სამყაროში.
სამყარო მოიცავს ყველაფერს რასაც ვხედავთ და იმასაც რისი დანახვაც შეუძლებელია.სამყაროს კოსმოსსაც უწოდებენ.
სამყარო მილიარდობით ვარსკლავს შეიცავს , რომლებიც უზარმაზარ ჯგუფებს,გალაკტიკებს ქმნიან.გალაქტიკა მუდმივად მოძრაობს. ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 200 მილიარდი ვარსკლავია და მას "ირმის ნახტომს"უწოდებენ.
იმოგზაურე ჩვენ გალაქტიკაში,ეს მშვენიერია:
youtube.com/v/Zr7wNQw12l8&hl=en_US&fs=1&">
მზის სისტემაში მზე, მის ირგვლივ მოძრავი პლანეტები დაბევრი სხვა ციური სხეულები შედის.მზის ირგვლივ რვა პლანეტე მოძრაობს।მერკური,ვენერა,დედამიწა და მარსი შიდა პლანეტებია,რადგან ისინი მზესთან ახლოსაა.დანარჩენები კი-გარე პლანეტებია.ისინი მზისგან ძალიან შორს არიან.ყველა პლანეტა მზის ირგვლივ საკუთარ ორბიტაზე მოძრაობს და თავისი ღერძის ირგვლივ ბრუნავს.პლანეტებს საკუთარი სინათლე არა აქვთ. ისინი მზის ანარეკლი სხივებით ნათდებიან.მზე ჩვენგან 150 მლნ კმ-ით არის დაშორებული და მისგან წამოსული სხივი 8 წუთს ანდომებს.
მზის სისტემა:

დავალება
ჩამოთვალე პლანეტები ,რომლებიც დედამიწაზე დიდია
გინდა კოსმოსური ხომალდით იმოგზაურო ? მაშინ დააჭირე ამ გზავნილს -ითამაშე

არის თუ არა სიცოცხლე კოსმოსში?თუ გაინტერესებს წაიკითხე მე-9 კლასელის
პოსტი
ნახე დოკუმენტური ფილმი -
კოსმოსის საიდუმლოებები
დედამიწა

Wednesday, April 21, 2010

ექსპერიმენტი გრავიტაციაზე



 რატომ დაეცა ინგლისელ მეცნიერს ისააკ ნიუტონს ვაშლი?
რა აღმოაჩინა ნიუტონმა?
რა მოხდება,დედამიწის მიზიდულობის ძალა, რომარ არსებობდეს?
გრავიტაციის შემოწმება
დაამზადეთ პლასტილინისგან თანაბარი ზომის ბურთულები. გადაზომეთ იატაკიდან 50 სმ დაამ სიმაღლიდან იატაკზე ერთი ბურთულა ჩამოაგდეთ.შემდეგი ბურთულები ჯერ 1  მეტრი სიმაღლიდან,შემდეგ 1,5 და ბოლოს 2 მეტრი სიმაღლიდან ისროლონ.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ დაათვალიერეთ ბურთულები და უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:
რატომ ვარდება ბურთულები იატაკზე?
რა განსხვავებას ამჩნევთ ბურთულებზე ძირს დაცემამდე და დაცემის შემდეგ?
რომელი ბურთულაა მეტად დეფორმირებული?
უყურეთ ნიკას ჩატარებულ ექსპერიმენტს და გამოთქვით თქვენი მოსაზრება:
 მოახერხა  თუ არა ნიკამ ცდის დაგეგმვა, ჩატარება, გადაღება და ინტერნეტში განთავსება.

Saturday, March 13, 2010

შეამოწმე შენი ცოდნა

ჩართე თამაში და ამოირჩიე ის ნიადაგი , რომელიც საჭიროა თესლის აღმოსაცენად.

Tuesday, March 9, 2010

ყვავილი




გამოვიყენოთ ცოცხალი ყვავილები და გავაკეთოთ სურათისათვის ჩარჩო