Tuesday, May 4, 2010

ჩვენი სამყარო


ნახეთ ეს გზავნილი და იმოგზაურეთ ჩვენ სამყაროში.
სამყარო მოიცავს ყველაფერს რასაც ვხედავთ და იმასაც რისი დანახვაც შეუძლებელია.სამყაროს კოსმოსსაც უწოდებენ.
სამყარო მილიარდობით ვარსკლავს შეიცავს , რომლებიც უზარმაზარ ჯგუფებს,გალაკტიკებს ქმნიან.გალაქტიკა მუდმივად მოძრაობს. ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 200 მილიარდი ვარსკლავია და მას "ირმის ნახტომს"უწოდებენ.
იმოგზაურე ჩვენ გალაქტიკაში,ეს მშვენიერია:
youtube.com/v/Zr7wNQw12l8&hl=en_US&fs=1&">
მზის სისტემაში მზე, მის ირგვლივ მოძრავი პლანეტები დაბევრი სხვა ციური სხეულები შედის.მზის ირგვლივ რვა პლანეტე მოძრაობს।მერკური,ვენერა,დედამიწა და მარსი შიდა პლანეტებია,რადგან ისინი მზესთან ახლოსაა.დანარჩენები კი-გარე პლანეტებია.ისინი მზისგან ძალიან შორს არიან.ყველა პლანეტა მზის ირგვლივ საკუთარ ორბიტაზე მოძრაობს და თავისი ღერძის ირგვლივ ბრუნავს.პლანეტებს საკუთარი სინათლე არა აქვთ. ისინი მზის ანარეკლი სხივებით ნათდებიან.მზე ჩვენგან 150 მლნ კმ-ით არის დაშორებული და მისგან წამოსული სხივი 8 წუთს ანდომებს.
მზის სისტემა:

დავალება
ჩამოთვალე პლანეტები ,რომლებიც დედამიწაზე დიდია
გინდა კოსმოსური ხომალდით იმოგზაურო ? მაშინ დააჭირე ამ გზავნილს -ითამაშე

არის თუ არა სიცოცხლე კოსმოსში?თუ გაინტერესებს წაიკითხე მე-9 კლასელის
პოსტი
ნახე დოკუმენტური ფილმი -
კოსმოსის საიდუმლოებები
დედამიწა

No comments:

Post a Comment