Wednesday, February 17, 2010

ყვავილოვანი მცენარეები

გაკვეთილის სათაური:ღეროში წყლისა და მარილების გადაადგილება.
მიზანი:მოსწავლემ შეძლოს ღეროს აგებულების დაკავშირება მის ფუნქციასთან. საჭირო მასალა:2 ც. გამჭვირვალე ჭიქა წყლით, მაკრატელი ღეროს გადასაჭრელად, ნიახურის, იასამნის (ან სხვა მცენარის) 2ც.ფოთლებიანი სქელი ღერო.
სამუშაოს მსვლელობა:
1.აიღეთ წყლით სავსე ორი ჭიქა.ერთ-ერთში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი მაგალითად წითელი ფერის საღებავი.წარმოიდგინეთ , რომ წითელი საღებავი არის ნიადაგის წყალსი გახსნილი მარილები;
2.მაკრატლით გადაჭერით ღეროზე გამომშრალი ბოლო ნაწილი;
3.ორივე ჭიქაში მოათავსეთ მცენარე;
 4. ივარაუდეთ :რა ცვლილებები შეიძლება განიცადოს ღერომ ორივე ჭიქაში?
5. ერთი დღის შემდეგ ამოიღეთ მცენარის ორივე ღერო და დაათვალიერეთ (თუ გაქვთ ლუპა გამოიყენეთ ის რეროს დასათვალიერებლად).

 
შედეგების შეჯამება:
1.რატომ ავიღეთ ორი ჭიქა და მხოლოდ ერთში ჩავასხით სარებავი?რა ეწოდება ჭიქას ჩვეულებრივი წყლით?
(საკონტროლო ცდა)
2.რამ გამოიწვია ერთ-ერთი ღეროს ფერის ცვლილება?
(საღებავმა)
3.რა დავადგინეთ შეფერილი ღეროს საშუალებით?
(ღერო ატარებს წყალს ქვემოდან  ფოტლების მიმართულებით)
4.რა გზით ხვდება ნიადაგიდან წყალი და მარილები ფოთოლში?
(ღეროში არსებული წვრილი მილებით)




1 comment:

  1. თქვენმა ბლოგმა ძალიან მომხიბლა... მიხარია, რომ მასწავლებლობა ასეთი საინტერესო შეგვიძლია გახდეს! ასე განაგრძეთ !!!!!!!!!!!!

    ReplyDelete