Tuesday, March 9, 2010

ფოთოლი

გაკვეთილის მიზანი:მოსწავლემ შეძლოს ფოთლის აგებულების დაკავშირება მის ფუნქციასთან.

-რა მნიშვნელობა აქვს ფოთოლს მცენარის სიცოცხლისთვის?
-იქნებ , ფოთოლი სულაც არ არის აუცილებელი? მცენარეთა დიდი ნაწილი ზამთარს ხომ ფოტლების გარეშე ატარებს?
ფოთლის აგებულების შესწავლა
როგორი ფოთლები გინახავთ?
ფოთოლი შეიძლება იყოს გრძელი და ვიწრო,ოვალური,გულის ფორმის,დაკბილული კიდეებით, გაშლილი ხელის ფორმის, ფრინველის ფრთის მსგავსი და სხვ.
ნახეთ სხვადასხვა ფოთლის სურათები და შეადარეთ ისინი ერთმანეთს:


როგორი აგებულება აქვს ფოთოლს და რატომ?
ფოთლების უმრავლესობას აქვს ყუნწი და ფოთლის ფირფიტა.ფოტლის ფირფიტაზე კარგად ცანს უამრავი მსხვილი და წვრილი ხაზები.ეს ძარღვებია.ძარრვები ქვედა მხარეს უფრო კარგად ცანს ვიდრე ზედაზე.
როგორ ფიქრობთ , რისთვის სჭირდება ფოთოლს ყუნწი?
რისტვის სჭირდება ფოთოლს ძარღვები?
ფოთლის ყუნწსა და ძარრვებში არის პაწაწინა მილები , რომლებშიც მოედინება ფესვების მიერ ნიადაგიდან შთათქმული წყალი . წვრილი ძარღვების  დახმარებით ეს წყალი ფოტლის ყველა ნაწილს მიეწოდება.ყურადღება მიაქციეთ, რომ ზოგიერტ ფოთოლს ყუნწი არა აქვს. ასეთ ფოთლებს წყალი მხოლოდ ფოთლის ძარღვების მეშვეობით მიეწოდება.
ცდა:
მიზანი: დავაკვირდეთ ფოთლებიდან წყლის აორთქლებას
საჭირო მასალა:წყლით სავსე ორი ქილა,მუყაოს ქაღალდი,ფოთლიანი მცენარე.
სამუშაოს მსვლელობა:1.გაამზადეთ წყლით სავსე ორი ქილა;
2.ორივე ქილას დააფარეთ მუყაოს ქაღალდი ცენტრში პატარა ხვრელით;
3. პირველ წყლიან ქილაში ჩადეთ ქოთნის იის ან სხვა მოზრდილ ფოთლიანი მცენარის 2-3-ფოთოლი.მეორე ქილასი არაფერი ჩადოთ.ორივე ქილაში მონიშნეთ წყლის დონე;
(მეორე ქილა არის საკონტროლო ცდა, რომელიც საჭიროა შედეგის შესადარებლად ცდის საწყის პირობებთან)
4. ორივე ჭიქას დავაფაროთ გამჭვირვალე ქილები;
5.დადგით ორივე ქილა მზიან რაფაზე და დატოვეთ ერთი დღე;








ივარაუდეთ:როგორ ფიქრობ რა ცვლილებებია მოსალოდნელი ერთი დღის შემდეგ?

No comments:

Post a Comment